четверг, 13 ноября 2014 г.

სასწავლო პრეოქტის გეგმა

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
კახაბერ პაპუაშვილი
რაიონი
ამბროლაური
სკოლა
სადმელი
ქალაქი
ამბროლაური
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
,,წინაპართა ნაკვალევზე „
ჩვენმა ახალგაზრდობამ ბევრი რამე არ იცის წინაპრებზე , ამიტომ საჭიროა მათი ინფორმირება წინაპართა ცხოვრება - მოღვაწეობის შესახებ: როგორ აშენებდნენ, როგორ ცხოვრობდნენ , როგორ ბუნებრივ პირობებს ეგუებოდნენ და როგორ მოვაღწიეთ დღემდე. იმისათვის რომ მოსწავლეები გაეცნონ ყოველივეს, ვგეგმავთ გასვლით ღონისძიებას  ჩვენ სოფელში არსებულ სხვადასხვა ტიპის ძეგლებზე , წინასწარ დგება გეგმა , ზუსტდება მარშუტი , მოსწავლეები ეცნობიან ჩვენ სოფელში არსებული ძეგლების ფოტო მასალას და მოკლე ინფორმაციას .
საგანი
ისტორია.

დონე/კლასი  
საშუალო საფეხურXI კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
1 კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ისტ.IX.1.   მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები და გაანალიზოს ამ მხარეების საზღვრების ისტორიული პროცესებით განპირობებული  ცვალებადობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მსჯელობს უძველესი დროიდან დღემდე ქართული სახელმწიფოებისა და ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების საზღვრების ცვალებადობაზე; მსჯელობს ამ ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე;
ისტ.IX.7. მოსწავლეს შეუძლია   მსჯელობა ქართულ კულტურ სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და  განვითარების შესახებ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • წერილობით აღწერს და ახასიათებს მის საცხოვრის დასახლებულ პუნქტში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს .
  • ფუნქციების მიხედვით აჯგუფებს და რუკაზე აღნიშნავს მისთვის ნაცნობ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს.
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლეთა მიერ ინფორმაციის მოპოვება ჩვენს სოფელში არსებული ისტორიული ძეგლების  შესახებ ,მოპოვებული ინფორმაციის კვლევა და მათზე მსჯელობა, დაჯგუფება, პრეზენტაციის გაკეთება.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
1.დაგვისახელეთ თქვენთის ნაცნობი რაჭის ისტორიის ძეგლები.
2. რამდენად იცნობთ ჩვენი სოფლის ისტორიისა და კულტურის ძეგლებს?
3.რამდენად ერკვევით საეკლესიო არქიტექტურის ტიპებში ?
თემატური კითხვები
1.როგორ ფიქრობთ, რომელ სტილს მიეკუთვნება ნიკორწმინდის ტაძრის გარე ფასადის მორთულობა ?
2.თქვენი აზრით, რა პერიოდისაა ჩვენი სოფლის ისტორიის ძეგლები ?
3.რომელი წმინდანის სახელზეა აშენებული თქვენი სოფლის  მთავარი სალოცავი ?
შინაარსობრივი კითხვები
1. გიყვართ თუ არა მშობლიურ კუთხეში მოგზაურობა?
2.თუ გიცდიათ საკუთარი ფოტო ალბომის შექმნა , რაჭის კულტურისა და ისტორიის ძეგლების შესახებ ?
3.მოგწონთ თუ არა დღევანდელი საეკლესიო არქიტექტურა ?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










დისკუსია.
წინარე  ცოდნის გაგება.
ისტორიული ძეგლების მონახულება . სურათების გადაღება , ინფორმაციის მოგროვება.
მასალის ანალიზი დახარისხება დაჯგუფება კვლევა.
პრეზენტაცია
საზოგადოებისათვის ისტორიული ძეგლების გაცნობა.
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
დისკუსიის შედეგადგამოვლენილი წინარე ცოდნის შეფასება, სასწავლო ჯგუფის მიერ მოპოვებული მასალისა და ინფორმააციის შეფასება. ბროშურისა და გაზეთის შეფასება დაპრეზენტაციის შეფასება.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
მოსწავლე უნდა ფლობდეს კომპიუტერულ ტექნოლოგიებს  ისტორილ ძეგლებთან დაკავშირებით მნივნელოვან ცნებებს  უნდა შეეძლოს სხვადასხვა ძეგლის  არქიტექტურის შედარება მსგავსება განსხვავების აღმოჩენა ჯგუფში მუშაობის უნარ , ჩვევა და პრეზენტაციის გაკეთება .
სასწავლო პროცედურები
                                                                       პირველი დღე
სამიზნე ჯგუფთან ერთად ვიკრიბებით, სადაც დავსვამ თემატურ კითხვას საკითხთან დაკავშირებით და გავმართავ დისკუსიას : რა იციან ჩვენს სოფელში არსებული ეკლესიების შესახებ . სამიზნე ჯგუფს ვურიგებ ფურცლებს და ვთხოვ შეავსონ სქემა: ,, ვიცი, მინდა ვიცოდე , ვისწავლე „ პირველ სვეტში ჩაწერენ იმას თუ რა იციან ჩვენს სოფელში არსებული ეკლესიების შესახებ. მეორეში კი- თუ რისი გაგება სურთ , მესამეში კი ჩაწერენ უკვე რაც გაიგეს. ეს აქტივობა  საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ წინარე ცოდნა და დავგეგმოთ მეორე სამუშაო დღე .
         ბავშვები ფასდებიან დისკუსიაში ჩართულობით .
                                                                               მეორე დღე
    ბავშვებს ვყოფ  ორ ჯგუფად შემდეგი პრინციპით: ,, იმღერე სიმღერა „
დაწერეთ ფურცლებზე ნაცნობი სიმღერების მისამღერის ტექსტი. იდეალური იქნებოდა, თუკი ეს სტრიქონები ერთმანეთს ერითმება. მოსწავლეებს ბრმად ამოაღებინეთ ეს სტრიქონები და მოაძებნინეთ პარტნიორები, რომელთა ტექსტის ნაწყვეტებიც მათი  სტრიქონის დაბოლოებას ან დასაწყისს წარმოადგენს.
პირველი ჯგუფი მოიძიებს ჩვენი სოფლის ეკლესიებზე ინფორმაციას: ბიბლიოთეკაში, ინტერნეტში  და  სოფლის მცხოვრებლებისაგან . მეორე ჯგუფი უშუალოდ მოინახულებს სოფლის ღირსშესანიშნაობებს, გადაუღებენ ფოტოებს.
          ჯგუფები აფასებენ ერთმანეთს , ანუ ვიყენებთ თვითშეფასებას.
                                                                             მესამე დღე
       ბავშვებს ვყოფ ორ ჯგუფად : შემდეგი პრინციპით:  „პასტელების ჯადოქრობა
 გამოიყენეთ პასტელები, მარკერები ან სხვა საშუალება რომ მოსწავლეებმა დააწყვილონ ფერები ან ფერთა ჯგუფები, როდესაც მოსწავლეები იპოვიან თავიანთ ფერების მქონე პარტნიორს, ისინი იწყებენ აქტივობაზე მუშაობას.  ერთი ჯგუფი მუშაობს ბროშურაზე , მეორე კი გაზეთზე , რომლის მიზანია გავაცნოთ საზოგადოებას ჩვენი სოფლის კულტურისა და ისტორიის ძეგლები.
   ბავშვები ფასდებიან ბროშურასა და გაზეთზე მუშაობით . ჯგუფები მოპოვებულ ინფორმაციას, ფოტო -მასალას გაეცნობიან დაამუშავებენ დაახარისხებენ დააალაგებენ  შეადარებენ ორი ეკლესიის არქიტექტურას , მხატვრობას ჩუქურთმებს , გამოყოფენ ამა თუ იმ ეპოქისათვის დამახასიათებელ თავისებურებებს . დამუშავებულ მასალას შეიტანენ კომპიუტერში და შეიქმნება პორტფოლიო .
    ჯგუფების ხელმძღვანელები აკეთებენ პრეზენტაციას გაწეული მუშაობის შესახებ.











დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეს ექნება პროექტში თავისი როლი : მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლის ბროშურის და გარეკანის გაფორმებ




მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები მოახდენენ სხვადასხვა ტექსტების ანალიზს , სინთეზს და შექმნიან ამ საკითხთან დაკავშირებით თხზულებას, გააკკეთებენ პრეზენტაციას.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

ü   ფოტოკამერა
ü   კომპიუტერი (ები)
ü   ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
ü   ინტერნეტკავშირი
ü   ლაზერული დისკი
ü   საბეჭდი მანქანა/პრინტერი
ü   პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
ü   ვიდეოკამერა
ü   ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
ü   მონაცემთა ბაზა/ცხრილები
ü   საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
ü   ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.